Tuesday, November 19, 2013
მეცხრე დღე
ცოტა ხანში დასრულდება ტრენინგი და მართალი გითხრათ გული მწყდება, რომ ის არ გაგრძელდება. ბევრი რამ ვისწავლე. პორტფოლიოს პრეზენტაციამაც კარგად ჩაიარა. ჩავასწორე შენიშვნები. და ავტვირთვე. მადლობა უნდა გადაუხადო ბატონ დათოს იმისათვის რომ ამდენს გვითმენდა და თავი არ დაუზოგავს. მადლობა ტრენინგის ყველა მონაწილეს!!!!!
მერვე დღე
ს ტრენინგი საკმაოდ დაძაბული და დამღლელი გამოდგა. ყველაფერი რაც ვისწავლეთ ამდენი დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად უნდა გამოვიყენოთ პრაქტიკაში. თავი მოვუყარეთ დავალებებს იმისათვის, რომ შევქმნათ პორტფოლიო. არაფერი არ უნდა დაგვრჩეს გასაკეთებელი. ძალიან განვიცდი როგორ შეფასებას მივიღებ...........
მეშვიდე დღე
მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია მოვახდინეთ. ძალიან სასიამოვნო დღე იყო.
ყველას კარგად ქონდა შესრულებული საშინაო დავალება. ჩვენი ტრენინგიც მალე დამთავრდება, ამიტომ რა შენიშვნებიჩ გვქონდა უნდა მოვასწროთ და შევასწოროთ.
ყველას კარგად ქონდა შესრულებული საშინაო დავალება. ჩვენი ტრენინგიც მალე დამთავრდება, ამიტომ რა შენიშვნებიჩ გვქონდა უნდა მოვასწროთ და შევასწოროთ.
მეექვსე დღე
პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ თავის დროზე არ დავწერე მეექვსე დღის რეფლექსია. იმ დღეს დაიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. მოვამზადეთ დროის ჩარჩო,შევიტანეთ შესწორებები, მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ავტვირთეთ ჩვენი პრეზენტაციები. გავეცანით ახალ აქტივობას- შე ასების ინსტრუმენტებს.
Saturday, November 16, 2013
Sunday, November 3, 2013
მეხუთე დღე
მეხუთე დღეს წარმოვადგინეთ თემის პრეზენტაცია.ნაყოფიერი და შედეგიანი გამოდგა.ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. შენიშვნები და მითითებები გავითვალისწინეთ. დავალებები მივიღეთ პორტფოლიოსთან დაკავშირებით
Saturday, November 2, 2013
მეოთხე დღე
მეოთხე დღეც არანაკლებ ნაყოფიერი და დამღლელი აღმოცნდა. პერველ რიგში მოვაწყეთ ბუკლეტების პრეზენტაცია.ყველას ძალიან საინტერესო ნამუშევრები ჰქონდათ. დასრულების შემდეგ ისევ 2 მოდულს დაუბრუნდით-შეფასების დროის ჩარჩოს.ბევრი ვარაუდი გამოითქვა ამ თემასთან დაკავშირებით. უკეთ გაგებისთვის გამოვიყენეთ Intel-ის რესურსები.დავალება- პროექტის გეგმაში ჩავნიშნოთ შეფასების დროის ჩარჩო.
მესამე დღე
მესამე დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.დავიწყეთ მეორე მოდულის შესწავლა. ამ მოდულიდან ყურადღება მივაქციეთ 1 აქტივობას - სტანდარტების გათვალისწინების შესახებ., და 2 აქტივობას- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების შესახებ. შევისწავლეთ 2 მოდულში არსებული ფაილები. განვიხილეთ საკითხები, რომლებიც შემდეგი დღისთვის გვაქვს დასამუშავებელი.
Sunday, October 20, 2013
მეორე დღე
მეორე დღეს გავეცანით google-ს პარამეტრების გასწორებას. ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, , რომელიც მოგვცემს საშუალებას კავშირი დავამყაროთ ჯგუფის ყველა წევრთან და გაუზიაროთ შთაბეჭდილებებიტრენინგთან დაკავშირებით. გავეცანით გეგმის შაბლონს, ბუკლეტის დამზადებას. როგორ შეიძლება სტატიის მომზადება.
Saturday, October 19, 2013
პირველი დღე
ტრენინგი დაიწყო მისალმებით და გაცნობით. გავეცანით ტრენინგის მიზანს და დავსახეთ პირველი დღის გეგმა. გავეცანით და განვიხილეთ პროექტებით სწავლება. შევქმენით პორთფოლიო , სადაც მოვათავსეთ რესურსები სასწავლო გეგმა და სხვა. შევქმენი საკუთარი ბლოგი . საშინაო დავალებად უნდა მოვიფიქროთ იდეა- თემის სათაური.
Subscribe to:
Posts (Atom)